თბილისში, 2 უცხოელ გოგოს თავს დაესხნენ – “გამოგვედევნენ, გვირტყამდნენ ფეხებით თავსა და სხეულის სხვა ნაწილებში”

თბილისში, ორ უცხოელ გოგოს თავს დაესხნენ. მომხდარის შესახებ ერთ-ერთი დაშავებული სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ფოტო მასალასაც აქვეყნებს.

როგორც გოგო წერს, თავდასხმა 7 მაისს მაშინ მოხდა, როდესაც ის მეგობართან ერთად ლისის ტბიდან სოფელ დიღმისკენ მიემართებოდა. გოგოს თქმით, მოძალადეებს ეგონათ, რომ მათ ნარკოტიკი ჰქონდათ.

“საცხოვრებელ კორპუსებს თითქმის მივუახლოვდით, როდესაც სამი კაცი დაგვესხა თავს. თავდამსხმელების თქმით, მათი მოტივი შემდეგი იყო: ეგონათ, რომ სამალავიდან ნარკოტიკები გვქონდა, რომელთა გამოყენებაც შეეძლოთ. ამას მოჰყვა ჩვენი ცხოვრების ყველაზე საშინელი 15 წუთი. გამოგვედევნენ, გვირტყამდნენ ფეხებით თავსა და სხეულის სხვა ნაწილებში. ერთ-ერთი ჩვენგანი კლდიდან გადავარდა… ჩვენ ამოვიცანით თავდამსხმელები მანქანების ნომრებით – პოლიციას ისინი იდენტიფიცირებული ჰყავთ”, – წერს ერთ-ერთი დაშავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს