ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში ხუთ მარშრუტზე 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პირველი ორი მარშრუტის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება 8 წუთამდე, N370-ზე - 15 წუთამდე, N381-ზე - 17 წუთამდე, ხოლო N388-ზე - 10 წუთამდე. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობას 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ემსახურება, გამოთავისუფლებული რესურსი სწორედ იმ მარშრუტებზე ნაწილდება, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვაა. ეს ის 12-მეტრიანი ავტობუსებია, რომლებიც მანამდე N301, N302, N308-სა და N314-ზე მოძრაობდნენ" - წერია მერიის განცხადებაში.
24 სხვადასხვა მარშრუტზე ავტობუსების დამატების პროცესი 23 მარტიდან დაიწყო და 6 აპრილს დასრულდება.
თბილისის მერიამ 160 ერთეული ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები შეიძინა, საიდანაც 50 უკვე თბილისშია და მგზავრებს ემსახურება. ამ ეტაპზე, 18-მეტრიანი ავტობუსები N301, N302, N308 და N314 მარშრუტებზე დადის.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.