ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში წინასაახალწლო ღონისძიებები გრძელდება

თბილისში წინასაახალწლო ღონისძიებები გრძელდება. დედაქალაქის მოსახლეობის საახალწლო განწყობაზე, ჯგუფებმა "მაიკერუმ" და "არამ" იზრუნეს.
საგანგებოდ მოწყობილ ჯადოსნურ სივრცეებში, მსურველებს, ყოველდღე, 12:00 საათიდან შეუძლიათ მისვლა. დღის განმავლობაში გამართულ აქტივობებს, საღამოს მუსიკალური ჯგუფები ცვლიან.
სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებები, ორბელიანის მოედანზე, დედაენის ბაღსა და მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარეობს. საშობაო სოფელი, ყველას შვიდი იანვრის ჩათვლით ელის.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.