არქივი2 ივლისი, 2025, 12:08
თბილისში ცივი იარაღით ერთი პირი დაჭრეს - მომხდარზე პოლიციამ 1 პირი დააკავა

თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთი პირი ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში დაჭრეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
მათივე ცნობით, 1985 წელს დაბადებული ზ.ჰ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით მომხდარიდან მალევე - ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.