თბილისში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში, მინიმუმ 38 მანდატის მიღება, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ მიზანთან

თბილისში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში, მინიმუმ 38 მანდატის მიღება, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ მიზანთან
თბილისში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში ეს არის მინიმუმ 38 მანდატის მიღება. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ მიზანთან, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ლელოს“ და გახარიას პარტიის მიერ თბილისის მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძის წარდგენას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან დასუსტებული და არათანმიმდევრულობაც სწორედ ამ სისუსტის გამოვლინებაა.
„არათანმიმდევრულობა არის სისუსტის გამოვლინება, რადიკალურ ოპოზიციაში არის სერიოზული სისუსტე. მათ თვითონ მიიყვანეს აქამდე საკუთარი მდგომარეობა, მას შემდეგ, რაც განაახლეს საბოტაჟი სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. დღეს, რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან დასუსტებული. ჩვენი მიზანი, ზოგადად, ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არის 64/64 – ეს არის 64 მერის არჩევნების მოგება და 64 საკრებულოს არჩევნების მოგება.
რაც შეეხება თბილისს, თბილისში ჩვენი ამოცანა არის პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში ეს არის მინიმუმ 38 მანდატის მიღება. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ მიზანთან. ჩვენი მოლოდინი არის კახი კალაძის გამარჯვება პირველ ტურში და საკრებულოში 50-დან 38 მანდატის მიღება მინიმუმ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Next: იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენ 2030 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მანამდე ევროკავშირში ტენდენციები შეიცვლება და გაჯანსაღდება დემოკრატიული სისტემა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება