ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 8 ოქტომბერს საპროტესტო მარში იგეგმება

თბილისში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 8 ოქტომბერს საპროტესტო მარში იგეგმება

აქციის მონაწილეებმა 8 ოქტომბერს, 19:00 საათზე შოთა რუსთაველის ძეგლიდან მსვლელობა დააანონსა.
მარშის მონაწილეებმა განცხადება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს გააჟღერეს.
მათი განცხადებით, დროა, საპროტესტო მსვლელობები განახლდეს და უფრო მრავალფეროვანი გახდეს.
როგორც განმარტეს, ხვალ მოსახლეობას უფრო დეტალურად ეტყვიან, რა გეგმები ექნებათ.
მათივე თქმით, 4 ოქტომბრის შემდეგ, მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ტერიტორიიდან მსვლელობა არ ჰქონიათ და, რისი მიზეზიც სწორედ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები გახდა, რის გამოც დროებითი პაუზა აიღეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.