თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა იხსნება

საქართველოში იხსნება შვეიცარიული სკოლების პირველი საგანმანათლებლო ქსელი, რომელიც მოსაწავლეებს შვეიცარიული ხარისხის ინოვაციური სწავლების მოდელს სთავაზობს.

რა გამოარჩევს SIST-ს?

• შვეიცარიაში გადამზადებული მასწავლებლები;
• გაძლიერებული ენები – ინგლისური I კლასიდან, ფრანგული, გერმანული და იტალიური III კლასიდან;
• ტექნოლოგიები და მომავლის პროფესიები – კოდირება, რობოტიქსი და ციფრული უნარები სასკოლო პროგრამის ნაწილია;
• ბანაკები შვეიცარიაში, მრავალფეროვანი კლასგარეშე პროგრამები.

SIST-ის სასწავლო პროგრამის საფუძველს საერთაშორისო დაწყებითი კურიკულუმი (IPC – International Primary Curriculum) წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც მეცნიერება, ისტორია, გეოგრაფია და ხელოვნება ინტეგრირებულად ისწავლება. მოსწავლეები სამყაროს კვლევის მეთოდებით შეიცნობენ, რაც მათ კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარებს უვითარებს.

ორენოვანი განათლება და კემბრიჯის პროგრამის სტანდარტი

სკოლაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ინგლისური ენის სწავლებაზე. პირველივე კლასიდან მოსწავლეები კემბრიჯის (Cambridge Assessment English) პროგრამით ეუფლებიან ენას, ხოლო მესამე კლასიდან სწავლება ბილინგვურ ფორმატში გრძელდება – ზოგიერთი საგანი ქართულად, ზოგი კი ინგლისურ ენაზე ისწავლება.

გაცვლითი ბანაკები შვეიცარიაში

ზაფხულისა და ზამთრის გაცვლითი ბანაკები შვეიცარიაში მოსწავლეებს აძლევს განსაკუთრებულ შესაძლებლობას, გაიცნონ ახალი კულტურა, გაიღრმავონ ენის ცოდნა და გაიზიარონ ჩვენი სკოლის საერთაშორისო სულისკვეთება.

კლასგარეშე აქტივობები აკადემიური პროგრამის პარალელურად, SIST-ი მოსაწავლეებს მრავალფეროვან კლუბებს სთავაზობს:

● კრეატიული: დრამა, ხელოვნება, ბალეტი;
● სპორტული: კარატე, კედელზე ცოცვა, ტანვარჯიში.

გარემო, რომელიც შთააგონებს

SIST-ის ინფრასტრუქტურა სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ულტრათანამედროვე ბიბლიოთეკა, ინოვაციური ლაბორატორიები, კაფეტერია და სპორტული სივრცეები შექმნილია იმისათვის, რომ ბავშვმა თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნოს.

უსაფრთხოება და ინდივიდუალური მიდგომა

სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხო და მზრუნველი გარემოა. პოზიტიური ქცევის წახალისების სისტემა, ფსიქოლოგთა გუნდი და მხარდამჭერი მასწავლებლები თითოეული ბავშვის ემოციურ და აკადემიურ კეთილდღეობას უზრუნველყოფენ.

შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა თბილისში აფართოებს საგანმანათლებლო ქსელს და გთავაზობთ კამპუსებს ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე.