ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში ქირის შემოსავლიანობა ბაქოსა და ერევანზე მაღალია, ხოლო ანკარაზე დაბალი

თბილისში ქირის შემოსავლიანობა ბაქოსა და ერევანზე მაღალია, ხოლო ანკარაზე დაბალი

2025 წლის მაისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2) ქირის ფასი თვეში მცირედით, 2.0%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.3 აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას Galt&Taggart-ი საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაში ავრცელებს.
ქირის ფასის ვარდნის მიუხედავად, რეგიონის დედაქალაქებთან შედარებით, თბილისში ქირის შემოსავლიანობა კვლავ მაღალი რჩება, რაც უძრავი ქონების საინვესტიციო ღირებულების მიმზიდველობაზე მიუთითებს.
Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, მარტის მონაცემებით ქირის შემოასვლიანობა თბილისში 8.4%-ს შეადგენს. შესადარ ქალაქებს შორის თბილისში ქირის შემოსავლიანობა ბაქოზე, ერევანზე, კიშინიოვზე, ბუქარესტზე, სოფიაზე, რიგაზე, ვილნიუსსა და ტალინზე მაღალია, ხოლო ჩამოუვარდება ასტანას, ტაშკენტს და ანკარას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.