ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში ქალთა მარში იმართება

თბილისში ქალთა მარში იმართება

თბილისში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშირისო დღე ტრადიციული მარშით აღინიშნება. მარშის მონაწილე ქალები დღის სამ საათზე შეიკრიბნენ თავისუფლების მოედანზე და აპირებენ მსვლელობას "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრის მიმართულებით სოლოლაკის ქედზე. მსვლელობის დაწყებამდე ქალები სიტყვით გამოდიან.
ქართველი ქალები წელს ემიგრაციაზე აკეთებენ აქცენტს, ვინაიდან თვლიან, რომ "გაყალბებული არჩევნების ფონზე, ძირგამოთხრილი და დასუსტებული დემოკრატიის პირობებში, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - ახალი და მასშტაბური ემიგრაციის ტალღის საფრთხის წინაშე."
"ახლა გადამწყვეტი მომენტია. ვის მოუწევს ქვეყნიდან წასვლა? მას, ვისაც საქართველოზე შესტკივა გული, ვინც ამ ქვეყნის ევროპული მომავალისთვის იბრძვის, თუ მას, ვინც ამ მომავალს გვაკარგვინებს და ჩვენს გულებში სამშობლოსათვის ანთებული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს" - ეწერა ქალთა მარშის ანონსში.
"რუსების მონებად არ გაგვიჩენია შვილები", "შენ წადი, ჩვენ ვრჩებით", "საქართველო მონატრებული დედის გარეშე" - ამ წარწერებით არიან მისულები მარშში მონაწილეობისთვის.
ბოლო ათ წელში ემიგრანტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 245 064 იყო, რაც წლიურად 95.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეს განცხადებით გამოეხმაურა დღეს ევროკავშირის ელჩიც საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. მან თქვა, რომ მნიშვნელოვანია დუმილისა და ტაბუს დარღვევა იმისათვის, რომ ქალებმა აღარ იცხოვრონ შიშით.
24 ნოემბერს ქალთა მარშის გარდა დაგეგმილია მასწავლებლების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების მსვლელობაც ილიას უნივერსიტეტიდან თსუ-ს მიმართულებით. მსვლელობას გამართავენ არტისტებიც რუსთაველის მეტროდან თსუ-მდე. საღამოს 9 საათისთვის კი მოქალაქეები პარლამენტთან აპირებენ შეკრებას ღამის გასათევად, სადაც 25 ნოემბრის დილას მე-11 მოწვევის პარლამენტი აპირებს შეკრებას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.