არქივი14 დეკემბერი, 2023, 05:40
თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარი მსხვერპლით დასრულდა - ბინაში ცეცხლის გაჩენის მიზეზს გამოძიება ადგენს
მსხვერპლი მოჰყვა თბილისში, ქავთარაძის 14 ნომერში გაჩენილ ხანძარს. ცეცხლი "დრიმ თაუნის" საცხოვრებელი კორპუსის, მე-20 სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინას წაეკიდა.
მომხდარის დროს სახლში ერთი მამაკაცი იმყოფებოდა. ადგილზე მისულ მაშველებს ის დაღუპული დახვდა.
აალების მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს ძიება. სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები ხანძრის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.