არქივი23 აპრილი, 2024, 07:54
თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა - რა ღირს 1მ²-ი უბნების მიხედვით
2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში ახალაშენებული საცხოვრებლებში ერთი კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულებით ყველაზე ძვირი ბინები და კერძო სახლები მთაწმინდის რაიონშია.
კერძოდ, ბინების შემთხვევაში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება მედიანურად 5 578 ლარია, კერძო სახლის შემთხვევაში – 4 250 ლარი. მთაწმინდას მოსდევს ვაკის რაიონი, მესამე ადგილზე კი საბურთალოა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (0.7 პროცენტი).
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.