ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და სტიქიური უბედურებების მსხვერპლთა დნმ-ამოცნობის საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა

თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და სტიქიური უბედურებების მსხვერპლთა დნმ-ამოცნობის საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა

თბილისში, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და სტიქიური უბედურებების მსხვერპლთა დნმ-თანხვედრის საფუძველზე ამოცნობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციით, სიმპოზიუმი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და მისი სასამართლო-სამედიცინო გენეტიკის ცენტრის ორგანიზებით იმართება.
„სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობენ პრაქტიკოსი გენეტიკოსები მსოფლიოს 13 ქვეყნიდან - ევრაზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან, - რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და/ან სტიქიური უბედურებების მსხვერპლთა ამოცნობის პროცესში.
სიმპოზიუმის ძირითადი მიზანია, მონაწილეებს ჩაუტაროს პრაქტიკული ტრენინგი დნმ-თანხვედრისა და ფართომასშტაბიანი ამოცნობისას სტატისტიკური ანალიზის გამოყენების შესახებ; მონაწილეები აქცენტს გააკეთებენ მასიური ამოცნობისა და დნმ-ნათესაური კავშირის დადგენასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, განიხილავენ ამოცნობის წარმატებული პროგრამების საკვანძო ელემენტებს; პრაქტიკოსი-სპეციალისტები ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნას, გამოცდილებას და დაამყარებენ კავშირებს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მოწადინებულია დაიცვას გარდაცვლილთა ღირსება და დაადგინოს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ადგილსამყოფელი, მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.