თბილისში, ტელეფონის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს [VIDEO]
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1980 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 1962 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გ.ლ. მალევე დააკავეს.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო გ.ლ.-ს მიერ სხვადასხვა დროს ნაქურდალი ნივთები, მათ შორის ამოღებულია ბრალდებულის მიერ გაყიდული კომპიუტერული და მობილური ტექნიკა" - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.