ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში ტაილანდის 10 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ

თბილისში ტაილანდის 10 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ

თბილისში ტაილანდის 10 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ
ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბი­სა და პროს­ტი­ტუ­ცი­ის­თვის ად­გი­ლის გა­და­ცე­მის ბრალ­დე­ბით, ტა­ი­ლან­დის 7 მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს და 10 ობი­ექ­ტი და­ხუ­რეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.
მა­თი­ვე ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით, მათ შო­რის მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მულ ქა­ლებს სის­ტე­მა­ტუ­რად ხელს უწყობ­დნენ. კერ­ძოდ, მათ თბი­ლის­ში, ნი­კო­ლა­ძის, ვაშ­ლო­ვა­ნის, კოს­ტა­ვა­სა და ახვლე­დი­ა­ნის ქუ­ჩებ­ზე მდე­ბა­რე ობი­ექ­ტებ­ში ფარ­თებს გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ გა­დას­ცემ­დნენ.
“გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე, დგინ­დე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბი პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მულ ქა­ლებს კლი­ენ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა­შიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, სა­ნაც­ვლოდ კი ისი­ნი ბრალ­დე­ბუ­ლებს სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბი­დან გარ­კვე­ულ თან­ხას უხ­დიდ­ნენ.
ირ­კვე­ვა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის ძი­რი­თად შე­მო­სა­ვალს პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა წარ­მო­ად­გენ­და.
პო­ლი­ცი­ამ კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 7 ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი და­ა­კა­ვა და 10 ობი­ექ­ტი და­ხუ­რა.
გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 254-ე მუხ­ლის 1-ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა­სა და პროს­ტი­ტუ­ცი­ის­თვის ად­გი­ლის გა­და­ცე­მას გუ­ლის­ხმობს“,- ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.