ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში სტუდენტები მსვლელობას ლოზუნგით - "დაიბრუნე ხმა" - მართავენ

თბილისში სტუდენტები მსვლელობას ლოზუნგით - "დაიბრუნე ხმა" - მართავენ

თბილისში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მსვლელობას ლოზუნგით - "დაიბრუნე ხმა" მართავენ. ისინი არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
სტუდენტები საკუთარი უნივერსიტეტებიდან მარშით დაიძრნენ.
მარშის დღის წესრიგი შემდეგია:
17:00 - ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები ვიკრიბებით ილია სახელმწიფო უნივერსიტეტთან
17:00 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
18:00 - თავისუფალი უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ვიკრიბებით რუსთაველზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან
19:00 - მარშს ვუერთდებით GIPA-ს უნივერსიტეტის სტუდენტები ოპერისა და ბალეტის თეატრიდან
19:15- სტუდენტები წარვადგენთ ერთობლივ მანიფესტს
19:30- სტუდენტები ერთობლივად ვუერთდებით პარლამენტის წინ ორგანიზებულ აქციას.
ამასთან, რუსთაველის გამზირზე მსვლელობით ვაკის პარკიდან "კოალიცია ცვლილებისთვის", მარჯანიშვილის მოედნიდან კი "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლები მიდიან.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.