ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში სპორტული კარატეს საერთაშორისო ტურნირი Open Georgia 2024 გაიმართა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სპორტული კარატეს საერთაშორისო ტურნირი Open Georgia 2024 გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთის, უკრაინისა და კუვეიტის 650-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირის პირველი დღე – სენიორების, ხოლო მეორე დღე იუნიორების ორთაბრძოლებს დაეთმო. წარმატებით იასპარეზეს ქართველმა კარატისტებმა – მათ 200-ზე მეტი მედალი მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით შეირჩევიან ასაკობრივი ნაკრების მომავალი წევრები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2024 წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა სპორტული კარატეს ევროპის ჩემპიონატს კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის. კონტინენტის პირველობაში 49 ქვეყნის 1200-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.