თბილისში საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა მიმდინარეობს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა იმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკოორდინაციო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები განიხილავენ საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის: საკონსულო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, საკანონმდებლო ჩარჩოს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, კრიზისულ სიტუაციებში მოქალაქეთა ეფექტიან დახმარებას.
უწყების ცნობით, ყურადღება ეთმობა ასევე ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ სიახლეებს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში საკანონმდებლო და სისტემური ხასიათის ცვლილებებს. განიხილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გაზრდის პერსპექტივები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ცირკულარული შრომითი მიგრაციის, სამინისტროს მიერ საკონსულო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია