ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა

თბილისში, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა

თბილისში, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. ასამბლეის დამფუძნებელთა თქმით, მათი მიზანია, რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.
ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა თქვა, რომ თავისუფალ სიტყვას დაცვა და დახმარება სჭირდება.
"თავისუფალი სიტყვას ადრესატამდე მისვლის უწევს დეზინფორმაციის, მანიპულაციის პროპაგანდის ნიაღვარის გადალახვა, ამას უმატებენ შემზღუდავ კანონებსა და ისევ სასტიკ ძალადობას. ჩვენი კოლეგების ნაწილი სიკვდილს სასწაულად გადაურჩა.
ერთ წვრილ ძაფზეა ახლა მზია ამაღლობელის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თავისუფალ სიტყვას დაცვა და დახმარება სჭირდება - დავკარგავთ სიტყვას, დავკარგავთ თავისუფლებას", - თქვა ჟურნალისტმა.
ისტორიკოსმა, ბეჟან ჯავახიამ ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ხელისუფლება თავიდანვე რუსების მოყვანილია".
„ჩვენ ვცხოვრობთ დიქტატურასა და ტირანიაში, მივდივართ რუსეთისკენ, რადგან ეს ხელისუფლება თავიდანვე რუსების მოყვანილია", - თქვა ბეჟან ჯავახიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.