თბილისში, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

რუსთაველის მეტროს მიმდებარედ, სადაც აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობისას, საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოძრაობა “დაფიონის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ცეცხლაძემ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლისკენ მოუწოდა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა კი ამის უფლება არ მისცა.
როგორც პატრულის თანამშრომელმა ცეცხლაძეს განუმარტა, გზის გადაკეტვას მომიტინგეების დაჯარიმება მოყვებოდა, ცეცხლაძე კი ცდილობდა, მისთვის აეხსნა, რომ ვიწრო ტროტუარზე აქციის მონაწილეებს გადაადგილება უჭირდათ.
სიტუაცია მალევე განიმუხტა. აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, მსვლელობა ისევ საფეხმავლო ბილიკით გაეგრძელებინათ.
აქცია თბილისში 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაიგეგმა. აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელი აქცია ე.წ. გავრილოვის ღამიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მომიტინგეების თქმით, ისინი ხელისუფლების დასავლური კურსის ცვლილებას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა „რუსული ორბიტისკენ” წაიყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ