ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, რომელიც ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
მათივე ინფორმაციით, მათ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის შედეგად ახლოს მიმდებარე კორპუსების მინებიც ჩაიმსხვრა. დაზიანებულია ავტომობილებიც.
კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი გამოიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები.
მომხდარის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. მომხდარის გამომწვები მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.