თბილისში საახალწლო ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება

თბილისის მასშტაბით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი უკვე დაწყებულია. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება. მანვე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ საახალწლო ღონისძიებებში.
„თბილისის მერია ემზადება შობა-ახალი წლის ღონისძიებებისთვის. ქალაქში უკვე აქტიურიად მიმდინარეობს ილუმინაციების მონტაჟი, რომელიც საზეიმოდ 12 დეკემბერს აინთება. წელსაც მინდა, მოვუწოდო კერძო კომპანიებსა და ბიზნეს სექტორს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი კომპანია ჩაერთოს საახალწლო ღონისძიებებში. იცით, რომ ყოველწლიურად გამოვყოფთ სპეციალურ ადგილებს, მათ შორის, პარკებს, სკვერებს, სადაც ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, თავიანთი საახალწლო განათებები განათავსონ. ჩვენ ყველა ერთად ვქმნით სასიამოვნო და საზეიმო საახალწლო განწყობას დედაქალაქში და დარწმუნებული ვარ, თქვენი თანამონაწილეობა წელსაც იქნება, რაც მისასალმებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო ჯარიაშვილი: ეს არაა საკმარისი, ნაწამებია 300-400 ადამიანი, ყველა მოძალადე და ხელის დამფარებელი უნდა დაისაჯოს! ჩვენმა აქტიურობამ მიახვედრა სისტემა, რომ დაფარული დიდხანს ვეღარ დარჩებოდა დამნაშავის ვინაობა

გიორგი მელაშვილი: გიორგობა დღეს, ამ სურათზე დიდი ბოროტება უბრალოდ წარმოუდგენელია. სტუდენტების დაკავება, საკუთარი უნივერსიტეტის წინ, საკუთარი მეგობრების თვალწინ, ტროტუარზე დგომისა და სამშობლოს სიყვარულისთვის