ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

თბილისში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„შპს. სანდო“ (მისამართი: ქ. თბილისი, გ. ნადარეიშვილის N5, ს.კ 406121913) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე საქმიანობდა. ამავდროულად ინსპექტირებისას დადგინდა რომ სურსათის წარმოებისას დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნები. ამოღებული და დალუქულია 419 ქილა მაწონი, 10 კილოგრამზე მეტი ყველი, 35 ცალი დაფასოებულ რძე (1 ლიტრიანი შეფუთვა), 110 ლიტრი რძე. კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი წარმოებების გამოვლენის მიზნით, კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებენ. მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 3580 სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ გამოვლენილია 32 არარეგისტრირებული საწარმო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.