თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 368%-ით, 15.4 მლნ ლარამდე გაიზარდა

2023 წელს იანვარ-ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 12 მლნ ლარით გაიზარდა და 15,364 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 3,282 მლნ ლარი იყო.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების თანხა 368%-ით გაიზარდა.
გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა იანვარ-ოქტომბერში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 179,250 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის 10 თვეში კი მხოლოდ 147,111 მლნ ლარი.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა და ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ