არქივი6 ივნისი, 2024, 00:40
თბილისში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - დაკავებულია ერთი პირი
თბილისში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ვარკეთილში მოხდა, რისი მიზეზიც, მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გახდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული, გუშინვე, ცხელ კვალზე დააკავეს.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.