ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ შესულა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.