ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს ოჯახი ეძებს

თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს ოჯახი ეძებს

ამჟამად თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელმაც საქართველოს ციხე, დაახლოებით, 6 თვის წინ დატოვა, ოჯახი ეძებს.
“ყოველდღე აქციებზე დადიოდა ჩემი ქმარი. დღეს საღამოს ბინიდან გასვლის წინ მომწერა, რომ სახლიდან გადის, თუმცა, უახლოეს მეტრომდეც ვერ მივიდა, სადაც მეგობარი ელოდა [ვისთან ერთადაც აქციებზე დადიოდა]. უსაფრთხოების მიზნით, სახლთან [რომელსაც ის ქირაობდა] კამერაც დავაყენეთ, მაგრამ 10 წუთის განმავლობაში კამერა არ მუშაობდა, მერე ჩაირთო. ინტერნეტი გამორთულია, ტელეფონზე ზარი გადის”, – უთხრა ნეტგაზეთს აფგან სადიიგოვის ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ, რომელიც ქმრის პატიმრობის პერიოდში, უსაფრთხოების მიზნით მცირეწლოვან შვილებთან ერთად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში წავიდა.
აფგან სადიგოვი ციხის დატოვების შემდეგ ყოველდღე რუსთაველის გამზირზე იდგა საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. საქართველოს ხელისუფლება მას ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.