თბილისში მშენებლობის ქვაბულის ტერიტორიიდან მიწა ჩამოიშალა – ხალხი საფრთხეებზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს (ვიდეო)

თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად ლუბლიანას 50 ნომერში, სამშენებლო ქვაბულის ტერიტორიიდან მიწა ჩამოიშალა – ადგილობრივი მოსახლეობა შველას ითხოვს.

ხალხი აღნიშნულ მშენებლობას დიდი ხანია აპროტესტებს, რადგან მათი თქმით, საფრთხე ახლომდებარე შენობებსაც ემუქრება. მოქალაქეების თქმით, რაც აღნიშნული მრავალსართულიანი მშენებლობისთვის საძირკველი გათხარეს, ნაპრალები გაჩნდა, მათ შორის გზაზეც.