არქივი23 მაისი 2025, 13:16
თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
გამოცემა "რადიო თავისუფლება" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეითი გზას არასწორ ადგილას კვეთდა, მანქანის მძღოლმა შეჯახების პრევენციის მიზნით ტროტუარის მხარეს გადაუხვია, თუმცა მიკროავტობუსი მაინც დაეჯახა ფეხით მოსიარულეს. როგორც სასწრაფოს ექიმები ამბობდნენ, ის, სავარაუდოდ, მენჯის მოტეხილობით გადაიყვანეს კლინიკაში. მეორე დაშავებულმა ფეხი მკვეთრი მოძრაობის დროს დაიზიანა.
[ფოტო: "რადიო თავისუფლება"]
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.