ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში მანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა - არის მსხვერპლი

თბილისში მანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა - არის მსხვერპლი

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ფეხით მოსიარულე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 45 წლამდე ქალი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი" ავრცელებს.

დაშავებული, 10 წლამდე ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.