არქივი22 სექტემბერი, 2026, 12:52
თბილისში, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები - დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს

თბილისში, ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავება ძალადობას და გამოძალვას უკავშირდება.
ძმები კრიმინალურ წრეებთან არიან დაკავშირებული. ისინი წუხელ დააკავეს - ერთ-ერთი მათგანი სასტუმროში, მეორე კი საცხოვრებელ სახლში აიყვანეს.
„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.