ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა

თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა

თბილისში, კაცმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა პირველ ნოემბერს საღამოს საათებში, დადიანის ქუჩაზე მოხდა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ყოფილ ცოლს სამუშაო ადგილზე, სილამაზის სალონში დაესხა თავს. დაჭრილია კიდევ ერთი ქალი, რომელიც თავდამსხმელის შეკავებას ცდილობდა.
დაჭრილი ქალები კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, რომ კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 11 პრიმა 118-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ოჯახის წევრის მიმართ.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კაცი წარსულში ნასამართლევია. მან საპატიმრო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.