არქივი24 ივლისი, 2025, 12:54
თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილების გამოსახლებისას 4 პირი დააკავეს

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილების გამოსახლებისას 4 პირი დააკავეს.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილების გამოსახლება დღეს, 24 ივლისს, დილიდან დაიწყეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.