არქივი16 ივლისი, 2024, 16:00
თბილისში, ე.წ. ზეემკის დასახლებაში ხანძარს 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა
თბილისში, ე.წ. ზეემკის დასახლებაში ხანძარს 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. უწყების ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.