თბილისში ერთი კვადრატული მეტრი ბინა საშუალოდ $42-ით გაძვირდა - Galt&Taggart

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 42 დოლარით გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart, საცხოვრებელი უძრავი ქონების ანგარიშში აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, 2025 წლის სექტემბერში დედაქალაქში ერთი კვადრატული მეტრი ბინის ღირებულება საშუალოდ 1 345 დოლარი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 303 დოლარი.
თეთრი კარკასის ფასებს ერთ კვადრატულ მეტრზე თბილისის უბნების მიხედვით შემდეგია:
· ვაკე - 2 479 დოლარი
· საბურთალო - 1 558 დოლარი
· კრწანისი - 1 499 დოლარი
· დიდუბე - 1 324 დოლარი
· ისანი - 1 287 დოლარი
· ნაძალადევი - 1 187 დოლარი
· სამგორი - 1 075 დოლარი
· გლდანი - 1 046 დოლარი
· დიდი დიღომი - 1 033 დოლარი
· ვაშლიჯვარი - 1 024 დოლარი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.