ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან

თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან. მოქალაქეები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წევრები მერიის წინ შეიკრიბნენ.
მათი თქმით, გმობენ ძალადობას, რაც განხორციელდა წუხელ, ასევე აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. როგორც შეკრებილები აცხადებენ, იბრძოლებენ, ვიდრე ხელისუფლება კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.
„მივდივართ თბილისში და ვუერთდებით აქციას. შეუძლებელია, არ დადგე იმ ხალხის გვერდით, ვინც ამდენი დღეა აპროტესტებს კანონპროექტს. ეს კანონპროექტი ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას და გაგვხდის რუსეთის ნაწილად“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.