ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში დღეს დაგეგმილი აქციების განრიგი

თბილისში დღეს დაგეგმილი აქციების განრიგი

თბილისში დღეს დაგეგმილი აქციების განრიგი
დღეს, 15 დეკემბერს თბილისში რამდენიმე პროევროპული აქციაა-მსვლელობაა დაგეგმილი.
აქციები გაიმართება:
14:00 – რესტავრატორ/კონსერვატორები და ხელოვნებათმცოდნეები საქართველოსთვის – კულტურის სამინისტრო;
16:00 – ქართველი ფანების მსვლელობა ფილარმონიიდან;
16:00 – ხელოვანების მარში – მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე;
17:00 – დამკვირვებლების მარში – ფილარმონიიდან პარლამენტამდე;
18:00 – მარში – ESM-ელები ევროპისკენ! ვაჟა-ფშაველას 40-დან პარლამენტამდე;
18:00 – „რა? სად? როდის?“ და „წიგნების თაროს“ მოთამაშეებისა და მხარდამჭერების საპროტესტო მარში რესპუბლიკის მოედნიდან;
19:30 – ვეტერინარებისა და ცხოველთამოყვარულების მარში რესპუბლიკის მოედნიდან.
დღის ბოლოს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. აქციის მოთხოვნაა ახალი – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.