არქივი26 დეკემბერი, 2024, 17:24
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ავტომობილიდან ესროლეს. შემთხვევა დღეს, 26 დეკემბერს მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის – 117-ე (4-დან 7 წლამდე პატიმრობა) და 236-ე (2-დან 5 წლამდე პატიმრობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.