ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში ბოლო ერთ კვირაში ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოფრინდა

თბილისში ბოლო ერთ კვირაში ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოფრინდა

მოკლედ
· თბილისის აეროპორტში 30 იანვარს და 2 თებერვალს ორი სხვადასხვა ამერიკული თვითმფრინავი დაჯდა.
· ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების თბილისში ჩამოსვლის შესახებ ცნობები ოფიციალური არხებით არ გავრცელებულა - მათი ფრენის მარშრუტები ჩანს FlightRadar24-ზე.
· რადიო თავისუფლებამ ამ ფრენების მიზნობრიობის შესახებ კითხვებით მიმართა თბილისის აეროპორტს, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს მთავრობასა და ამერიკის საელჩოს საქართველოში - ამ მასალის გამოქვეყნების მომენტში პასუხი მხოლოდ აეროპორტისგან გვაქვს მიღებული. მათ გვითხრეს, რომ ამ საკითხზე კომენტირება მათ კომპეტენციაში არ შედის.
30 იანვარს, 22:41 წუთზე თბილისში დაფრინდა ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან მომავალი, აშშ-ის საჰაერო ძალების MC-130J ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი. 2 თებერვალს კი, 22:54 წუთზე თბილისის აეროპორტში C-130J-30 დაეშვა - ის რამშტაინის სამხედრო ბაზიდან გამოფრინდა.
თბილისში ჩამოსული ორივე ამერიკული სამხედრო ხომალდი ტვირთის გადამზიდის ფუნქციის მატარებელია. FlightRadar24-ის მონაცემებით, ორივე თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ორ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში იყო გაჩერებული.
რა ვიცით მათ მარშრუტებზე:
· MC-130J ტიპის სამხედრო თვითმფრინავი თბილისში გამოფრენამდე გაერთიანებული სამეფოს ქალაქ მილდენჰოლში მდებარე ბრიტანულ-ამერიკული სამხედრო ავიაბაზიდან აფრინდა და გერმანიის ქალაქ რამშტაინში აშშ-ის ავიაბაზაზე საათ-ნახევრიანი შეჩერების შემდეგ, ბუქარესტში ჩაფრინდა. თბილისის შემდეგ სად წავიდა, არ ჩანს, მაგრამ 31 იანვარს შტუტგარტის აეროპორტში ახორციელებს შემდეგ ფრენას.
· FlightRadar24-ზე არ ჩანს, თბილისის დატოვების შემდეგ რა მიმართულებით გაფრინდა C-130J ტიპის სუპერ ჰერკულესი, რომელიც თბილისში 2 თებერვლის ღამეს ჩამოვიდა რამშტაინის სამხედრო ბაზიდან.
ჩვენ ვცდილობდით მეტი ინფორმაცია გაგვეგო იმის შესახებ, რა მიზნით ჩამოვიდა ამერიკული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავები საქართველოში - ამერიკის საელჩოსთან და საქართველოს მთავრობასთან გაგზავნილი კითხვების პასუხების მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.