არქივი21 მარტი, 2025, 10:51
თბილისში ბინების გაყიდვები 5%-ით შემცირდა, საშუალო გასაყიდი ფასი კი კვ.მ.-ზე $1222-მდე გაიზარდა

2025 წლის თებერვალში თბილისში 3,185 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში წერია.
მიმოხილვის მიხედვით, საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,222 $/კვ.მ შეადგინა და წლიურად 1%-ით გაიზარდა.
„გასაქირავებელი ფასი 10.6 $/კვ.მ-ს გაუტოლდა, რაც 2024 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლებია.
ბაზრის მოცულობამ $253 მილიონი შეადგინა და წლიურად 6%-ით შემცირდა“, - წერია მიმოხილვაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.