არქივი10 ივლისი, 2025, 16:55
თბილისში ბინების გასაქირავებელი ფასი წლიურად 11%-ით შემცირდა - TBC Capital

2025 წლის ივნისში თბილისში 3,236 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის ივნისის მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. ეს ძირითადად დაბალი საბაზო ეფექტითაა გამოწვეული, - ინფორმაციას TBC Capital ავრცელებს.
"საშუალო გასაყიდი ფასი 1,269 $/კვ.მ-ს გაუტოლდა და წლიურად 8%-ით გაიზარდა.
გასაქირავებელმა ფასმა 10.4 $/კვ.მ შეადგინა, რაც 11%-ით ნაკლებია 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
ბაზრის მოცულობამ $264 მილიონი შეადგინა და წლიურად 19%-ით გაიზარდა", - წერია მიმოხილვაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.