არქივი25 ნოემბერი, 2025, 12:26
თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა

თბილისში, აეროპორტის მიმდებარედ ახალი სტადიონის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ფონდის სატენდერო კომისიამ, ამ ეტაპზე, გამარჯვებული კომპანია ვერ გამოავლინა.
"თბილისის ახალი სტადიონის ტენდერთან დაკავშირებით კომისიამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების გადახედვის საჭიროება დაადგინა.
კომისიის შეფასებით, აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ხელახალი გადახედვა, რათა პროცესი მეტად სრულყოფილი და კონკურენტული იყოს.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.