პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი "ავტოგრაფ მოლი" აშენდება

თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი "ავტოგრაფ მოლი" აშენდება

თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი "ავტოგრაფ მოლი" აშენდება. ushman & Wakefield Veritas-ის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის განვითარება უკვე დადასტურებულია და სამშენებლო პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება.
სავაჭრო ცენტრი სამსართულიანი იქნება და მოიცავს, 43,100 მ² მიწის ნაკვეთს, სამშენებლო მოცულობა კი დაახლოებით 60,000 მ²-ია.
"ავტოგრაფ მოლში" განთავსდება ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები, ქსელური მაღაზიები. აქვე მოეწყობა კაფე-რესტორნები და ბავშვთა გასართობ ზონაც.
პროექტი თბილისში, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე, განხორციელდება. იქ, სადაც ახლა ჰიპერმარკეტი "გუდვილი" და სხვა სავაჭრო ობიექტებია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.