ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები, სავარაუდოდ, მუცლის არეში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
განახლება: გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი მომღერალი კოსტა სანიკიძეა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.