არქივი1 აპრილი, 2026, 17:20
თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა
27
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის ვებ გვერდზეა ხელმისაწვდომი.
Boeing C-17 Globemaster არის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი. flyradar 24 მონაცემებით, ამერიკის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავი თბილისში, გერმანიიდან ჩამოფრიდა.
მარშრუტზე აფრენის ადგილად გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ამერიკული ბაზაა მითითებული. ის ემსახურება აშშ-ის საჰაერო ძალებს ევროპაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.