თბილისში, ავჭალა-ზაჰესის შემოვლითი გზის მიმდებარედ, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ავჭალა-ზაჰესის შემოვლითი გზის მიმდებარედ, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“ხანძრის კერების უმრავლესობა გაჩენილი იყო სპეც-ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე, სადაც მეხანძრე-მაშველებს უწევდათ რთულ რელიეფზე ქვეითად გადაადგილება და ქრობის სამუშაოების ინდივიდუალური საშუალებით ჩატარება.
ხანძრის ქრობის უწყვეტ პროცესში, ცოცხალი ძალის და მძიმე ტექნიკის გარდა, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.
ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. უსაფრთხოების მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები ტერიტორიას მონიტორინგს გაუწევენ.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, – ნათქვამია ინფორმაციაში.თბილისში, ავჭალა-ზაჰესის შემოვლითი გზის მიმდებარედ, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ავჭალა-ზაჰესის შემოვლითი გზის მიმდებარედ, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“ხანძრის კერების უმრავლესობა გაჩენილი იყო სპეც-ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე, სადაც მეხანძრე-მაშველებს უწევდათ რთულ რელიეფზე ქვეითად გადაადგილება და ქრობის სამუშაოების ინდივიდუალური საშუალებით ჩატარება.
ხანძრის ქრობის უწყვეტ პროცესში, ცოცხალი ძალის და მძიმე ტექნიკის გარდა, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.
ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. უსაფრთხოების მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები ტერიტორიას მონიტორინგს გაუწევენ.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო