თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

ბულგარული მედიის ინფორმაციით, მათი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ილიან ილიევს თანამდეობიდან გადააყენებენ და ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
დღეს 57 წლის სპეციალისტი BFS-ის პრეზიდენტ გეორგი ივანოვს შეხვდება და ეს ამბავიც ოფიციალურად გამოცხადდება.
ილიევი ეროვნულ გუნდს სათავეში 2023 წლიდან ედგა. მისმა გუნდმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი საშინლად დაიწყო.
ბულგარელებმა ჯერ ესპანეთთან სახლში 0:3 წააგეს, 7 სექტემბერს კი თბილისში საქართველოსთან ამავე ანგარიშით მარცხი განიცადეს.
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.