ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისლანდიის პრეზიდენტსა და სახელმწიფო დელეგაციას დახვდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გუდნი იოჰანესონის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში დღეს გაიმართება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.