პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. პროტესტის 142-ე დღეს თბილისში, 19:00 საათზე აქცია გაიმართება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, 20:00 საათზე კი მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბებიან. ასევე, 21:00 საათზე საჯარო ლექციაა დაგეგმილი თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან, აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის ძეგლთან.
რეგიონებში დაგეგმილი აქციების განრიგი ასეთია:
გორი - საკრებულოს წინ 17:00 საათზე - აქცია გაიმართება სახელწოდებით - „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები“.
ახალციხე, შოთა რუსთაველის ძეგლთან, აქცია 18:00 საათზე გაიმართება.
ბათუმი - საკონსტიტუციო სასამართლოსთან, 19:00 საათზე- პროტესტი გაიმართება ლოზუნგით „სამშობლოს სამსახურში“.
ზუგდიდი - სამხარეო ადმინისტრაციის წინ, 19:00 საათზე – აქცია გაიმართება სახელწოდებით - „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“.
თელავი - მერიის წინ, აქცია დაგეგმილია 19:00 საათზე;
ქუთაისი - მერიის წინ მოქალაქეები 19:00 საათზე შეიკრიბებიან, ლოზუნგით: „კი ევროპას, არა რუსეთს“.
ჩხოროწყუ - მერიის წინ, აქცია 20:00 საათზე გაიმართება სახელწოდებით - „გაბედე პროტესტი ყოველდღე“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.