წელს თბილისობის დღესასწაული 3-4 ოქტომბერს, ქალაქის 5 ლოკაციაზე აღინიშნება. ამის შესახებ კახა კალაძემ ივანიშვილის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“წელს რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.
ლოკაციებზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდება. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულად განთავსდება სადღესასწაულო შესაბამისი დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტო ზონები, მოსასვენებელი სივრცეები და, რა თქმა უნდა, ასევე იქნება ღია კინოთეატრი, მოეწყობა სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები, მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია.
დღის განმავლობაში ყველა ლოკაციაზე გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები და ორივე დღის პროგრამა მუსიკალური საღამოებითა და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება.” – განაცხადა ივანიშვილის მერმა.