„თბილისობა 2025“-ის სადღესასწაულო ღონისძიებებს კახა კალაძე შვილებთან ერთად დაესწრო

„თბილისობა 2025“-ის სადღესასწაულო ღონისძიებებს კახა კალაძე შვილებთან ერთად დაესწრო
დედაქალაქში „თბილისობის“ ტრადიციული სახალხო დღესასწაული გრძელდება. თბილისის მერი კახა კალაძე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად, ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და „თბილისობის“ მონაწილეებსა და სტუმრებს დედაქალაქის მთავარი დღესასწაული მიულოცა.
კახა კალაძემ „თბილისობა 2025“-ის ფარგლებში გამართული აქტივობები შვილებთან ერთად დაათვალიერა.
„ვულოცავ „თბილისობას“ ყველას, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი, ვისაც უხარია დედაქალაქის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა. „თბილისობა“ განსაკუთრებული დღესასწაულია, რადგან ეს არის ჩვენი ქალაქის დღე. ჩვენი ქალაქია თვითონ განსაკუთრებული თავისი კულტურით, მრავალფეროვნებით, წარსულით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და ხალხით. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანია გამოსული და ყველა განსაკუთრებით ელოდება თბილისისადმი მიძღვნილი დღეების აღნიშვნას. აქ ძალიან სასიამოვნო გარემოა, ყველა თაობის ადამიანისთვის შექმნილია ყველანაირი პირობა დასვენებისა და გართობისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა კომპანიას თანამშრომლობისთვის, ყველას, ვინც დღეს ესწრება თბილისობის დღესასწაულს. საღამოს ასევე გელოდებით ევროპის მოედანზე, სადაც გალაკონცერტი გაიმართება. გეპატიჟებით ყველას – დიდსა თუ პატარას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერთან ერთად ორბელიანის მოედანზე იმყოფებოდა მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.
„თბილისობისადმი“ მიძღვნილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები გრძელდება როგორც ორბელიანის მოედანზე, ასევე რიყის პარკში. საღამოს კი, 20.00 საათზე ევროპის მოედანზე გაიმართება საზეიმო გალაკონცერტი – „ყველა უმღერის თბილისს“.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა